მთავარისაქართველო14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

დღეს 14 აპრილია, დედაენის დღე. 47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობამ მოსკოვი აიძულა უკან დაეხია.

მაშინ საბჭოთა ხელისუფლება გეგმავდა გაეუქმებინა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. ამისთვის მათ შეიმუშავეს კონსტიტუციური გეგმაც, რომლის თანახმად, ქართული ენა საქართველოში აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. დიდი საპროტესტო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 12 აპრილს დაიწყო.

ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. 14  აპრილს ქუჩებში შეკრებილ მოსახლეობას აცნობეს, რომ კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას ცვლიდა. სწორედ ამ მოვლენების გამო 1990 წელს ეს თარიღი, 14 აპრილი, დედაენის დღედ გამოცხადდა.

დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სადაც ვკითხულობთ, რომ 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია.

განცხადების მიხედვით, საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. განცხადებაში წერია, რომ ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend