მთავარისაქართველოვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი.

როგორც ნინო ზაუტაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებთან” ამბობს, მაუწყებლის წარმომადგენლებმა ის სამსახურიდან „დისციპლინური მოკვლევის” საფუძველზე გაათავისუფლეს. მისივე თქმით, ის არ იცნობს მოკვლევის შინაარსსა და შედეგებს და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

„ეს არის ამბავი, რომელსაც ველოდი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს” კრიტიკული დამოკიდებულების გამო… ახლა გაცილებით მეტი რამის თქმა შემიძლია, მეტად თავისუფალი ვარ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების არის, იყო და იქნება”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით კი, ახლა მაუწყებლის ყველა თანამშრომელი რეორგანიზაციის მოლოდინშია.

„არ არის გამორიცხული, რომ მათ წინააღმდეგ, ვინც გამოხატა კრიტიკული პოზიცია, ან მხარი დაუჭირა კრიტიკულად განწყობილებს, გატარდეს ანალოგიური რეპრესიები”,-ამბობს ჟურნალისტი.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ხშირად აკრიტიკებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტს და მიაჩნდათ, რომ „მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend