საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში მონაწილეობდა დისკუსიაში, სადაც განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა, რაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მიღწევაა.
უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა დისკუსიის ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატსა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას.
