კატეგორიები

გერმანიის მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოზეცაა საუბარი

გერმანიის მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოზეცაა საუბარი
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტიდან ამონარიდს ავრცელებს. ჩანაწერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესს ეხება.

 

„საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს”,  – წერია დოკუმენტში.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, ქრისტიან-სოციალურ კავშირსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის კოალიციური შეთანხმების შესახებ ცნობილი გუშინ, 9 აპრილს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები