კატეგორიები

გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ოთხ ქართველი ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა.

სააგენტოს ცნობით, ბრიტანეთის მთავრობამ, სანქციები ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში დააწესა.

სანქცირებულ პირთა შორის არიან:

შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;

სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე;

გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი.

სააგენტოს განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაშვებაში.

გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ორ მოსამართლეს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები