მთავარიევროპათურქეთისტამბოლის მერის დაპატიმრების გასაპროტესტებლად სტუდენტებმა აქცია გამართეს

სტამბოლის მერის დაპატიმრების გასაპროტესტებლად სტუდენტებმა აქცია გამართეს

ასობით სტუდენტი შეიკრიბა სტამბოლში გუშინ ღამით, 8 აპრილს, რათა ქალაქის ოპოზიციონერი მერის დაპატიმრება და დემონსტრაციებზე მათი თანატოლების დაკავება გაეპროტესტებინათ. დემონსტრაცია სპეციალური დანიშნულების რაზმების თანხლებით გაიმართა.

გასულ თვეში სტამბოლის მერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს, დაპატიმრებას თურქეთში უპრეცედენტო მასშტაბის ანტისამთავრობო დემონსტრაციები მოჰყვა. საპროტესტო გამოსვლები ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს აერთიანებს.

დემონსტრანტების თქმით, ყველას რჩება განცდა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება და უარს ამბობს სეკულარულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებზეც ქვეყანა აშენდა.

საპროტესტო აქციების დღიდან 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები. 300-მდე პირს ოფიციალურად ბრალი წაუყენეს „უკანონო“ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ტერორიზმისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend