9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ“. განცხადებაში ასევე წერია, რომ ამავდროულად 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე, როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს.
„დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს“, – წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
