9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ტკივილისა და სიხარულის 9 აპრილია.
მისივე თქმით, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა, ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, მცდელობასა და მონდომებას – დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
