კატეგორიები

აშშ-ის ელჩმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

აშშ-ის ელჩმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის 36-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლსა და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მედგრად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები