მთავარისაქართველო9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რუსულმა ქვედანაყოფმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

1989 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო. მთავრობის სახლთან გამართული მიტინგით ხალხი თავდაპირველად აფხაზეთში დაწყებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პროტესტმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და 6 აპრილიდან აქციების მონაწილეებს მიზნად უკვე საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა ჰქონდათ დასახული. აქციები მშვიდობიანი ხასიათის იყო.

თბილისის ქუჩებს დღითიდღე ემატებოდა ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან. სტუდენტების გარდა მრავლად იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა წარმოებისა და დაწესებულების თანამშრომლები, ცნობილი მეცნიერები, მწერლები, ხელოვანები…

მიტინგი 5 დღე-ღამე გაგრძელდა. ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა. მოძრაობა იმდენად მასშტაბური იყო, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ დამატებითი ძალების მობილიზება და აქციის დაშლა განიზრახა.

8-9 აპრილის ღამეს მთავრობის სახლის წინ 10 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ამ ტრაგიკული მოვლენიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ კი, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend