9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მომავალი.
განცხადების მიხედვით, ამ დღემ მთელ ერს დაანახა, რომ მომავალი თაობების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის განახლება.
„საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ, 26 მაისს კი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
