ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკვე 40 დღეა, გრძელდება.
დღეს, 8 აპრილს, მაღაროელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც „საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების“ მიერ დარიგებულ ვაუჩერებზე საუბრობდნენ.
მათ განაცხადეს, რომ პროფკავშირების მიერ დაპირებული 50-ლარიანი ვაუჩერით, მათ ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქტების შეძენა შეუძლიათ.
ამ განცხადებას „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში“ გამოეხმაურნენ და სოციალურ ქსელში ატვირთეს დოკუმენტი მათ მიერ თითოეული ჭიათურელი დასაქმებულისთვის შეძენილი პროდუქციისა და მათი ღირებულების შესახებ.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა მცირე ჯგუფი არასწორ ინფორმაციას ავრცელეს და ეს პროფკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება.
