კატეგორიები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილს შეხვდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა მიმდინარეობს. ამ ფორმატში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ეუთოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა.

შეხვედრასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მის ამსახველ ფოტომასალას ორგანიზაცია სოციალურ პლატფორმა X-ზე ეუთოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას.

2024 წლის 20 დეკემბერს ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საბოლოო ანგარიში, რომელშიც განმარტა, რომ ორგანიზაციას „არ აქვს მანდატი, აღიაროს, ან არ აღიაროს არჩევნები“, ხოლო „არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს“. ამავე ანგარიშში ეუთო/ოდირმა ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს არსებულ სისტემურ დარღვევებზე, რომელთა შორისაც დასახელებული იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა-დაშინების, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები