კატეგორიები

„არ იქნება მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა“ – საპროტესტო აქციები გრძელდება

„არ იქნება მედია, არ იქნება თავისუფალი სიტყვა“ – საპროტესტო აქციები გრძელდება

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის 132-ე დღეს ქალაქის სხვადასხვა წერტილში დემონსტრანტები დღესაც, 8 აპრილს, შეიკრიბნენ.

„არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა” – ამ გზავნილით ფილარმონიასთან  მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ.

„ბოლო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის შეტევამ მედიაორგანიზაციები გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა; შემზღუდავი კანონები, პოლიტპატიმარი ჟურნალისტები, ცემა, მუქარა, ცენზურა, დევნა ქართული მედიის ყოველდღიურობა გახდა.

ამ რთულ გზაზე თავისუფალი სიტყვისა და სიმართლისთვის ბრძოლას ვირჩევთ. არ ვაპირებთ გაჩუმებასა და გაჩერებას. თუმცა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა მხოლოდ ჟურნალისტების საქმე არ არის და მისი გაქრობით თითოეული მოქალაქე დაზარალდება. ეს კარგად იცის საზოგადოებამ, რომელიც თვეებია, ქუჩაში იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისთვის.

ჩვენი ერთობა და სოლიდარობა მთავარი იარაღია მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენი გაჩუმება და ხმის ჩახშობა სურს“, – წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიდევ ერთი აქცია გზავნილით „შვილები აქ არიან!” –  სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები