კატეგორიები

სერბეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინა

სერბეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი  წარადგინა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ახალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, დუფო მაჩუტი წარადგინა.

მაჩუტი 61 წლის ლექტორი და მოქმედი ექიმია. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 18 აპრილს უნდა დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

დამტკიცების შემთხვევაში ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, უნდა უხელმძღვანელოს ქვეყნის მთავრობას 2027 წლამდე. სწორედ 2027 წელს სერბეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გაიმართება.

სერბეთის მთავრობა რამდენიმე კვირის წინ გადადგა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო. მოქალაქეები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ ნოვი სადში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა, სწორედ კორუფციული გარიგებების შედეგია.

დაკავშირებული ამბები
ანტისამთავრობო პროტესტის სათავეში მყოფი სერბი სტუდენტები წინასაარჩევნო ბრძოლას ოფიციალურად შეუერთდნენ სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომდევნო სამ-ოთხ თვეში გაიმართება
სხვა ამბები