კატეგორიები

„ბრალდებულს დარბაზში დენი ურტყამს” – სასამართლო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეს განიხილავს

„ბრალდებულს დარბაზში დენი ურტყამს” – სასამართლო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.

სხდომაზე ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, დარბაზში სიმჭიდროვე და ჩახუთულობაა, ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ დარბაზში მას დენი ურტყამს.

გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, დარბაზში, რომელშიც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადაცემის პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

პროკურატურა სამ ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულს ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები