კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი: „დასავლელი პარტნიორების განცხადებები ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის”

სალომე ზურაბიშვილი: „დასავლელი პარტნიორების განცხადებები ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის”

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფორმატში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ერთად ორი საკითხი – აქციებისას დაკავებულთა ოჯახების მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსება და „ქართული ოცნების“ ქმედებებზე საერთაშორისო რეაქცია განიხილა.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ამ ორ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაციის პლატფორმის ერთობლივი პოზიცია წარმოადგინა და განაცხადა, რომ გუშინდელი დღე მმართველი პარტიისთვის ძლიერი დარტყმა იყო და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

„წამოვიდა ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქციები. ერთის მხრივ, ევროკავშირიდან კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება. მეორე – ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხება ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ჩინელების შემოყვანას. ესეც ძალიან მკაცრი განცხადებაა, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მას აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები – 2 აპრილს გამოცხადებული და ოდირის განცხადება „ფარასთან“ დაკავშირებით. ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან – სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებასა და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები, ეს რეაქცია უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ. ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ. ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით არის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები