კატეგორიები

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნა ერთი წლით შეეძლებათ

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნა ერთი წლით შეეძლებათ
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, საქართველოში უკრაინის მოქალაქეების უვიზოდ ყოფნის სამწლიანი ვადა კვლავ ერთ წლამდე შემცირდა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, გამონაკლისი დაწესდება 2025 წლის 24 თებერვლამდე საქართველოში შემოსულ უკრაინელებზე.

„უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე“, – წერია მთავრობის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებულ დადგენილებაში.

2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, მთავრობამ უკრაინის მოქალაქეობის მქონე პირებს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ვადა ორ წლამდე, ხოლო 2024 წლის 23 აპრილიდან სამ წლამდე გაზარდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები