კატეგორიები

„ქცევა უნდა შეცვალონ” – ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს თაობაზე

„ქცევა უნდა შეცვალონ” – ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს თაობაზე
„მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს, 15-ი წევრი სახელმწიფოს თანხმობა საჭირო.

„ესტონეთმა ეროვნულ დონზე ათობით სხვადასხვა პირს დაუწესა პერსონალური სანქციები. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რათა ვუთხრათ რეჟიმს, რომ ქცევა უნდა შეცვალონ“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ბრიუსელში შეკრებილმა არაერთმა დიპლომატმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული უკუსვლის გზაზე დგას და რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.

„ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. თქვენ ნახეთ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გავრცელებული განცხადება და ჩვენ, ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ამ განცხადებას მხარს სრულად ვუჭერთ. ჩვენ საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპულია, ისინი ევროპული მომავლისკენ ისწრაფვიან და გვინდა მხარი დავუჭიროთ მათ, რათა თავიანთი პოზიციის დაცვა გააგრძელონ“, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები