ჰელსინკის კომისიის წევრები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და უარყოფითად აფასებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, გადასცეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კონგლომერატს. ის იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.
ერთობლივი განცხადების ხელმომწერთა თქმით, ანაკლიის პორტის განვითარება და კონტროლი გრძელვადიან გავლენას მოახდენს როგორც ჩინეთის შესაძლებლობებზე, გააგრძელოს ეკონომიკური იძულების კამპანია შავი ზღვის რეგიონში, ასევე საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალზე.
Grateful to join this statement on the Ivanishvili regime’s attempt to sell Georgia to the Chinese Communist Party by corruptly giving them control of Anaklia Port. The Georgian Dream party is deeply anti-American and anti-Georgian. Free & fair elections are the only way forward! https://t.co/zlb6ziowLc
— Joe Wilson (@RepJoeWilson) April 2, 2025
ჰელსინკის კომისიის წევრების თქმითვე, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს, ამ გარიგებაში მონაწილე კომპანიებს აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების გამოცდილება მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისა და დესტაბილიზაციისთვის. ამით ისინი ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულებას აღრმავებენ.
„ჩინეთის გავლენის გაფართოება შავ ზღვაზე რუსეთთან თანამშრომლობით რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას. „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების წინსვლით კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და საკუთარი ეკონომიკური მომავლის განსაზღვრის უნარს. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და სამართლიანად, გამჭვირვალედ შეაფასოს მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის წევრების განცხადებაში.
