კატეგორიები

განცხადება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე“

განცხადება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე“

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი FARA-ს კანონი, რომელიც 2025 წლის 1-ელი აპრილით თარიღდება.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონი მესამე მოსმენით სწორედ 1-ელ აპრილს მიიღო და ის გამოქვეყნებიდან 60 დღეში ამოქმედდება.

ამასთან, 2 აპრილს ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისმა განცხადება გაავრცელა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ. განცხადებაში წერია, რომ კანონი დიდ დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს.

ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს საკანონმდებლო ინიციატივის დანერგვას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ხელახლა, ყურადღებით შეფასება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები