კატეგორიები

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გაზაფხულსა და ზამთარში მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები, დაკავებულები და ჟურნალისტები სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ანგარიშის თანახმად, გასული წელი საპროტესტო აქციებზე უფლებების დარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე იყო და გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. როგორც ანგარიშში წერია, სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში მასშტაბური.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა ამავე პერიოდში გამოვლინდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნა და ძალადობა, ორგანიზებული სატელეფონო მუქარა და სხვადასხვა სახით გამოხატული ძალადობრივი შეუწყნარებლობა.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები