კატეგორიები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან
„სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“ – საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.  ისინი 2 აპრილს საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს.

მოძრაობის წევრების განცხადებით, 8-9 აპრილს საქართველოს პარლამენტთან ღამეს გაათევენ და მოქალაქეებს მოუწოდეს, აქციას შეუერთდნენ. როგორც დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ განაცხადა, პატიმრების ოჯახის წევრებისგან შემდგარი მოძრაობა არ მოერიდება არც სტრატეგიული ობიექტების და არც მაგისტრალების ბლოკირებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოძრაობის წევრებმა პროევროპულ და პროდასავლურ პარტიებს მოუწოდეს, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ  სამი მთავარი მიზნის გარშემო –  ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი  თვითმმართველობის არჩევნებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები