კატეგორიები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სამინისტროს ცნობითვე, ელჩთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სან-ფრანცისკოში დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი იქნება ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციისა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და „ენჯელ ინვესტორთა” ქსელების დაინტერესება“, – წერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეკონომიკური პრიორიტეტები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები