„ევროპული უსაფრთხოების ახალი კონტურები და საქართველო”, – თემაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მსჯელობენ.
ყოფილი დიპლომატები და საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტები გეოპოლიტიკური გარდატეხების პროცესში საქართველოს როლსა და ევროპის ახალ უსაფრთხოებით არქიტექტურას განიხილავენ, რომლის განახლებასაც უკრაინაში რუსულმა აგრესიამ უბიძგა.
თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პროცესები კიდევ უფრო მეტად დაჩქარდა და კონკრეტულ ფორმებსაც იძენს. გაზრდილი შეიარაღება,ინვესტიციები თავდაცვაში და მეტი უსაფრთხოების მექანიზმების ძიება – ევროპის ნომერ პირველი გამოწვევაა. როგორ აისახება პროცესები საქართველოზე?
Euronews Georgia-სთან საუბარში დიპლომატები ამბობენ,რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება იყოს მაყურებლის როლში.მათი თქმით საჭიროა ეკონომიკური მიმზიდველობის გაზრდა, რათა ქვეყანამ გეოპოლიტიკური გარდატეხების პროცესში საკუთარი ნიშა დაიმკვიდროს.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში ამის მოლოდინი ნაკლებია,თუმცა მათი თქმით საზოგადოების ნება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად რჩება.
