დიდმა ბრიტანეთმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში მოსამართლეების კორუფციაში მონაწილეობის სერიოზულ ეჭვია გამოთქმული.
„როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უცხოელმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს, მან მიიღო ფინანსური სარგებელი საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის გავლენის არასათანადო გამოყენებით, რათა სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ყოფილიყო“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების აქტი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს.
