კატეგორიები

2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
2 აპრილი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, უწყების წარმომადგენლებმა და გენშტაბის უფროსმა მიაგეს პატივი. მათ დაღუპულის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორში უკანონოდ დააკავა. იმავე წლის 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა ის მოკლეს. ქართულ მხარეს ცხედარი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალიდან ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის შემდეგ გადასცეს.

საქართველოს პროკურატურის თანახმად, ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობის გამო აწამეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები