კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტს სიტყვით მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტს სიტყვით მიმართავს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამშაბათს, 1 აპრილს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუსმენს.

პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვირტუალურ ფორმატში ისაუბრებს დეზინფორმაციაზე და იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის დეზინფორმაცია დემოკრატიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მათივე ცნობით, სესიაზე ყურადღება გამახვილდება 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო სადავო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე.

“საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 2024 წლის ოქტომბერში, რომლის დროსაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს ამომრჩეველთა დაშინებისა და დარღვევების შემთხვევების თაობაზე.

2024 წლის დეკემბერში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ქალბატონი ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ის რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მას მხარს უჭერს ბევრი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

სესიაზე წევრები შეისწავლიან საქართველოს პოლიტიკას და ქვეყნის კავშირებს რუსეთთან. კითხვები, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება რუსეთის მიერ საქართველოში ჰიბრიდული ომის შესახებ ცნობებზე და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაზე.

წევრები, სავარაუდოდ, განიხილავენ პოტენციურ ინსტრუმენტებს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ევროპელმა მოკავშირეებმა ერთად იმუშაონ რუსეთის სამიზნე ქვეყნების მხარდასაჭერად”, -წერია განცხადებაში, რომელსაც კომიტეტი ავრცელებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები