დღეიდან თამბაქოს კონტროლის რეფორმის ფარგლებში კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა – თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება.
რა სანქცია იმოქმედებს დარღვევის შემთხვევაში, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით და რა მდგომარეობაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მხრივ – ამ საკითხებზე „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ახალი რეგულაციის მიზანია თამბაქოს ნაწარმი მოსახლეობისთვის ნაკლებად მიმზიდველი იყოს.
მისი განცხადებით, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სავაჭრო ობიექტი 5000 ლარით დაჯარიმდება, რისი აღსრულებაც შემოსავლების სამსახურს ევალება.
