კატეგორიები

„დამოუკიდებლობას შენარჩუნება სჭირდება” – ირაკლი კობახიძე

„დამოუკიდებლობას შენარჩუნება სჭირდება” – ირაკლი კობახიძე
“საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს”, – ასე დაასრულა მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ეს არის ის მდგომარეობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომელთაც ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მანვე ისაუბრა ეკონომიკურ სიახლეებზეც და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა, ბრიტანული ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე დაბრუნებას. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს სიახლე ქართული ტურიზმის განვითარებისთვის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პრემიერ – მინისტრის განცხადებით, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან, 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პირველი 3 წლის განმავლობაში სტარტაპერებისთვის ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს.

„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს. კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან 0%-ით. ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი, ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე, საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ გარდაქმნას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას“,-განაცხადა კობახიძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები