კატეგორიები

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 7 აპრილს გაიმართება

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 7 აპრილს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოიკითხა – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე, რომელმაც მზია ამაღლობელი დააკავა და პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც ჟურნალისტი გაჩხრიკა და მისი დაკავების ოქმი შეადგინა.

ამასთან, სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოადგინა. მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო დაცვის მხარეს აცლის იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაასაბუთებდა, რომ მზია ამაღლობელის ბრალდება მანიპულირებულია.

სხდომის დაწყებისთანავე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოსგან მოითხოვეს იმ მოწმე პოლიციელების დაკითხვა, რომლებმაც დაცვის მხარის პოზიციით, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ცრუ ჩვენება მისცეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა კი, რომელმაც 14 იანვარს ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და დაცვის მხარის შუამდგომლობის ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.


.

დღევანდელ სხდომას ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სხდომა 7 აპრილს გაიმართება.

ჟურნალისტს, რომელიც 11-12 იანვარს ორჯერ, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, გამოძიება „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები