კატეგორიები

34 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან

34 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

სწორედ ეს რეფერენდუმი იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი საბჭოთა 70-წლიანი ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ხმა მისცა 3 მილიონ 295 ათას 500-მა მოქალაქემ, ანუ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა თითქმის 91-მა პროცენტმა.

კითხვაზე – „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმის მონაწილეთა 99,08 %-მა უპასუხა „დიახ.”

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები