კატეგორიები

თურქეთში, შვეიცარიასა და კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ

თურქეთში, შვეიცარიასა და კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ
თურქეთის რესპუბლიკაში, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, ასევე კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ. 

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ კალანდია დაინიშნა, რომელიც 2018-2023 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იკავებდა ელჩის პოზიციას.

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩად დაინიშნა ყოფილი მოსამართლე შოთა გეწაძე. ელჩის პოზიციაზე ეს მისი პირველი დიპლომატიური მისიაა.

კუბის რესპუბლიკაში კი საქართველოს ელჩად გრიგოლ ბარამიძე დაინიშნა, რომელსაც ელჩის თანამდებობა სომხეთში ეკავა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები