კატეგორიები

ამსტერდამში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი დაჭრა

ამსტერდამში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი დაჭრა
ამსტერდამის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი მძიმედ დაჭრა. ისინი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ინციდენტი დამის მოედანზე, ნიდერლანდების დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელიც ასევე დაჭრილია,  პოლიციამ უკვე დააკავა.  მიმდინარეობს გამოძიება, ინფორმაციას ადასტურებს ამსტერდამის პოლიციის სპიკერი გვიდო ოსტრომი.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაინახა, როგორ წაიქცა გოგონა, რომელსაც ზურგში დანა  ჰქონდა გაყრილი.  მამაკაცი კი მოედნისკენ გარბოდა. მან მაშინვე სასწრაფოს გამოუძახა.

თავდასხმის გამო შეწყდა საკრებულოს სხდომა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხდომას ამსტერდამის მერიც ესწრებოდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. ხელისუფლება მოუწოდებს თვითმხილველებს, დაუკავშირდნენ პოლიციას და დაეხმარონ გამოძიებას.

Related news
დედოფალი მაქსიმა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების რეზერვს შეუერთდა. რამდენიმე პირი დაშავდა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მომხდარი აფეთქების შედეგად
სხვა ამბები