კატეგორიები

„ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 3 000 ჯარისკაცი გაუგზავნა” – CNN

„ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 3 000 ჯარისკაცი გაუგზავნა” – CNN

CNN-ის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებისთვის დამატებით 3 000 ჯარისკაცი გაუგზავნა. ამერიკული მედია ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, კრემლის სახელმწიფო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის, ვიზიტისთვის ემზადებიან.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 3 000 ჯარისკაცი იანვარსა და თებერვალში გაუგზავნა. ეს ძალები დაემატა იმ 11 000 სამხედროს, რომლებიც ფხენიანმა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად აქამდე გაგზავნა.

სეული აცხადებს, რომ 11 000 ჩრდილოეთკორეელი სამხედროდან 4 000 დაღუპული ან დაშავებულია. ამასთან, სამხრეთ კორეული ცნობებით, ბოლო თვეების განმავლობაში ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გადასცა.

Related news
კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის ლიდერად ხელახლა აირჩიეს NIS: ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის თინეიჯერ ქალიშვილს მემკვიდრედ დაასახელებს
სხვა ამბები