მთავარისაქართველოჭიათურელი მაღაროელების პროტესტის 27-ე დღე

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის 27-ე დღე

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. 26 მარტს პროფკავშირების შენობასთან, როგორც თბილისში მყოფი, ასევე ჭიათურიდან საგანგებოდ ამ პროტესტისთვის ჩამოსული დემონსტრანტები შეიკრიბნენ. ისინი უკვე 27-ე დღეა, პროტესტს გამოხატავენ. 

მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება. აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ ასევე დამოუკიდებელი ფონდის შექმნაზე და თანხის 5%-ის ქალაქის განვითარებისთვის დახარჯვის საკითხზე.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი, პროფკავშირების შენობასთან მობილიზებულია პოლიცია, 26 მარტი, 2025 წელი

„2 წელია, უკვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროფკავშირთან, როგორც საინიციატივო ჯგუფი. 2023 წელს ჩვენ აქცია გვქონდა და იქ გაიწერა მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ვადები. ჩვენს მოთხოვნებზე მოგვცეს პირობა, რომ დროდადრო ყველაფერი შესრულდებოდა. ამ ყველაფერში პროფკავშირი მონაწილეობდა, თუმცა ყველა გადაწყვეტილება ჩვენს ზურგს უკან მიიღეს და ყველა იყო მშრომელების საწინააღმდეგოდ და არა სასარგებლოდ. ამან გამოიწვია ის, რომ ჭიათურელი მაღაროელები, მინიმუმ 3500 ადამიანი, დარჩა სამსახურისა და შემოსავლების გარეშე.

უკვე მე-3 თვეა, არანაირი ანაზღაურება არ აუღიათ ადამიანებს და ძალიან დიდი პრობლემები აქვთ ბანკებთან”, – ამბობს მერაბ სარალიძე, პროტესტის მონაწილე მაღაროელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend