მთავარიაზიაისრაელიისრაელმა იემენიდან ნასროლი რაკეტა მოიგერია

ისრაელმა იემენიდან ნასროლი რაკეტა მოიგერია

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიზიტით ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვია. ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა შეწყდეს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები.

ისრაელმა გასულ კვირას განაახლა ავია და სახმელეთო ოპერაციები ღაზაში. ამასთან, იემენიდან ნასროლი რაკეტის გამო საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა იერუსალიმში. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ იერუსალიმის თავზე იემენიდან ნასროლი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა მოიგერიეს.

ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტით ჩავიდა, სადაც იგი პალესტინის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მუსტაფასაც შეხვდა.

კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ომის განახლებას, კაია კალასის ვიზიტის გზავნილი მკაფიოა:ჰამასმა“ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ისრაელმა სრულად უნდა აღადგინოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში და მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. იგი დასძენს, რომ პალესტინის პრემიერ-მინისტრს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღდგენასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას ისრაელის არმიამ განაახლა საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ღაზაში, რაშიც ის „ჰამასს“ ადანაშაულებს, რადგან იგი არ თანხმდება ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების პირობებს. როგორც ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებულ ომს 50 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend