1917 წლის 25 მარტს საქართველოს ავტოკეფალია აღდგა. ეს მოხდა ათწლეულების შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის ავტოკეფალია უკანონოდ გააუქმა და რუსეთის ეკლესიის სინოდს დაუქვემდებარა. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ის ამბობს, რომ ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სხვა მამულიშვილების ძალისხმევით ეკლესიამ დაიბრუნა თავისუფლება, „რაც ერისა და ბერის ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედია”.
ამავე განცხადებაში ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის, ძალისხმევაზე ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესში.