23 მარტს რომის პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფოს პალატიდან დალოცა მორწმუნეები. იგი პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გადაუდებლად გადაიყვანეს.
პაპი ფრანცისკე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ხუთკვირიან პნევმონიასთან ბრძოლას გადაურჩა, ვატიკანში, თავის რეზიდენციაში, დაბრუნდა.
კლინიკის დატოვების შემდეგ, 88 წლის პაპს ავტომობილების კოლონა აცილებდა. მას ვატიკანის მოედანზე უამრავი მორწმუნე ელოდა.
პაპი ფრანცისკე ჯემელის საავადმყოფოში ყოფნის დროსაც გამოიყვანეს ეტლით აივანზე, საიდანაც ხალხს მიესალმა და და დალოცა.
არგენტინელ პაპს ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს. ახალგაზრდობაში მას ფილტვის ნაწილიც ამოკვეთეს. იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ჯემელის კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს.
ექიმების თქმით, მას ჰქონდა რთული ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი რესპირატორული ინფექცია, რომელმაც ორივე ფილტვში პნევმონია გამოიწვია.
პაპმა საკმაოდ დიდი დრო გაატარა საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის გამო კი ძალიან ღელავდნენ მორწმუნეები. მოქალაქეებმა არ იცოდნენ, გადარჩებოდა თუ არა იგი.