მთავარისაქართველომაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი უნგრეთში

მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი უნგრეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთს ეწვია. იგი უკვე შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს, რომლის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. პიტერ სიიარტომ უნგრეთის მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოხატა „ქართული ოცნების” სამთავრობო გუნდის საგარეო პოლიტიკის მიმართ.

„საქართველო ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რადგან ქვეყანას ჰყავს პატრიოტული, კონსერვატიული, მშვიდობის მომხრე მთავრობა, ამიტომ ბრიუსელი მას ყველა გზით ებრძვის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას: ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ არ დავუშვებთ უკანონო მიგრანტებსა და დავიცავთ ჩვენს შვილებს”, – განაცხადა სიიარტომ.

მაკა ბოჭორიშვილმა კი აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის განახლებას გადაწყვეტს, ეს დაუყოვნებლივ მოხდება.

„საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდრო პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის ვართ იქ, სადაც პარტნიორებს სურთ ჩვენი ნახვა, მათ შორის, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებასა და უკეთეს მომავალს. მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია წვლილის შეტანა ევროპის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. ამისთვის საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი, შეწყვეტა დესტაბილიზაციისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის ამ საკითხის გამოყენების, რასაც საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend