მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშები გრძელდება

ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშები გრძელდება

ისრაელის არმია განაგრძობს ავიაიერიშებს ღაზის სექტორზე. 23 მარტის ღამეს, მორიგი სამიზნე ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე უდიდესი საავადმყოფოს შენობა გახდა. ნასერის საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ათეულობით დაიჭრა.

ისრაელელთა მიერ საბრძოლო მოქმედებების განახლების ფონზე, ნასერის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება  სავსე იყო დაჭრილებითა და დაღუპულებით. კლინიკის დირექტორი, მოჰამედ საქრი ამბობს, რომ დაიბომბა სწორედ ის შენობა, რომელშიც ქირურგიული განყოფილება იყო.  მისი თქმით,  დაშავებულთა შორის არიან ექიმებიც.

ისრაელის არმიამ დაადასტურა საავადმყოფოზე თავდასხმა და განაცხადა, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ ერთ-ერთი მებრძოლი იყო, რომელიც იქ იმყოფებოდა. ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში „ჰამასს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის მჭიდროდ დასახლებულ არეალში მოქმედებს.

ახლადდაბომბლილი კლინიკის მედდა, ღაზი აშური ამბობს, რომ ნასერის საავადმყოფო ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც სამხრეთში ფუნქციონირებს.

ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ღაზის სექტორზე განახლებული იერიშების შემდეგ ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ რამდენიმე ათეული მებრძოლი გაანადგურეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend