მთავარიამერიკააშშაშშ-ში Tesla-ს ოფისებთან საპროტესტო აქციები გრძელდება

აშშ-ში Tesla-ს ოფისებთან საპროტესტო აქციები გრძელდება

აშშ-ში Tesla-ს ოფისებთან საპროტესტო აქციები გრძელდება  — ასობით დემონსტრანტი ილონ მასკის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

ტრამპის ადმინისტრაციამ  მასკს ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტისა  და სახელმწიფო სამსახურის შემცირება დაავალა. ბოსტონში დაახლოებით 200-ამდე დემონსტრანტმა შაბათ-კვირას  მშვიდობიანი აქცია გამართა. ზოგი  ბოილსტონის ქუჩაზე, ტესლას ოფისთან,  სიმღერით გამოხატავდა პროტესტს.

აქციები გაიმართა სხვადასხვა ქალაქში: ბოსტონში, სიეტლში, პორტლენდში, მაიამიში. ამასთან, მასკის ელექტრომობილების კომპანიას თავს ესხმიან  როგორც აშშ-ში, ისე საზღვარგარეთაც, მაგალითად, დაზიანდა „ტესლას“ რამდენიმე მაღაზია.

ასევე, ფლორიდაში მდებარე „ტესლას“ ცენტრთან ერთ-ერთი მამაკაცი ავტომობილით შეიჭრა იმ ადგილას, სადაც დემონსტრანტები იყვნენ. სამართალდამცავების თქმით, არავინ დაშავებულა.

ილონ მასკის წინააღმდეგ გამართული აქციები გასცდა Tesla-ს ბიზნესსფეროს. წინ წამოწეულია უფრო ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი თემები. დემონსტრანტების თქმით, იგი იყენებს თავის გავლენას, რათა გაატაროს საზოგადოებისთვის საზიანო რეფორმები, რომლებიც  ფედერალური ბიუჯეტის შემცირებასა და სახელმწიფო მუშაკების სამსახურებიდან მასობრივ დათხოვნას ითვალისწინებს.

პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მასკს არაოფიციალურად მიანდო ამ პროცესების კოორდინაცია. დემონსტრანტების აზრით, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს და ხელს უწყობს  ოლიგარქიული მმართველობის ჩამოყალიბებას.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა ქალაქში მოითხოვენ:

  • გამოეთიშოს ილონ მასკი ფედერალური მმართველობის პროცესს — იმ არგუმენტით, რომ მას არ აქვს  მანდატი მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად.

  • შემცირდეს მისი გავლენა სახელმწიფო რესურსებზე, რადგან ის, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის სოციალური პროგრამების დაფინანსებას.

  • გამოუცხადონ ბოიკოტი ტესლას, რადგან კერძო ბიზნესი არ უნდა იქცეს პოლიტიკური ძალაუფლების ბერკეტად.

პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, ეს პროტესტი მხოლოდ მასკთან არ არის დაკავშირებული. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ  ეკონომიკური უთანასწორობის, ტექნოლოგიური ელიტის მზარდი გავლენისა და შრომითი უფლებების შელახვის გამო.

მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დემონსტრაციები ნაწილობრივ ოპოზიციური ძალების მიერაა მართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend