კატეგორიები

სერბეთის ვიცე-პრემიერი „ფერადი რევოლუციის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მოსკოვის მადლიერია

სერბეთის ვიცე-პრემიერი „ფერადი რევოლუციის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მოსკოვის მადლიერია

სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვულინმა მოსკოვს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლიერი ვარ რუსეთის სპეცსამსახურების, რომლებიც ყოველთვის გვიჭერენ მხარს ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაში – პირველ რიგში, ინფორმაციით. მათ იციან, რა საფრთხეების წინაშეა სერბეთი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მოსკოვთან“, – განაცხადა ალექსანდრ ვულინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას.

2024 წლის 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 15 მოქალაქე იმსხვერპლა. მომხდარს სერბეთში მასშტაბური, ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა.

19 მარტს სერბეთის მთავრობა გადადგა, თუმცა თანამდებობაზე რჩება ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი. ის აცხადებს, რომ სერბეთში ახალ „მაიდანს“ არ დაუშვებს.

დაკავშირებული ამბები
ანტისამთავრობო პროტესტის სათავეში მყოფი სერბი სტუდენტები წინასაარჩევნო ბრძოლას ოფიციალურად შეუერთდნენ სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომდევნო სამ-ოთხ თვეში გაიმართება
სხვა ამბები