თურქეთში სტამბოლის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი პროტესტის ნიშნად გამოვიდა. მეორე ღამეა ქალაქის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციები გრძელდება.
თურქეთში საპროტესტო აქციები სტამბოლის მერის და ოპოზიციის მთავარი ლიდერის ექრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა. სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
იმამოღლუსთან ერთად დაკავებულია კიდევ 105 პირი, რომელთა უმეტესობაც სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აირან. მანამდე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი ბათილად ცნო.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იმამოღლუს თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება შეეზღუდა.