21 მარტს ლონდონის საერთაშორისო აეროპორტი ჰითროუ დღის ბოლომდე დაიკეტა. ქვესადგურში, რომელიც აეროპორტს ელექტროენერგიით ამარაგებს, გასულ ღამეს ხანძარი გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ენერგომომარაგების შეფერხების გამო აეროპორტის ადმინისტრაციამ ჰითროუს დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავები სხვა აეროპორტებისკენ გაგზავნა.

BBC-ის ცნობით, ქვესადგური, სადაც ხანძარი გაჩნდა, ლონდონის დასავლეთში მდებარე ჰესის რაიონშია. ხანძრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 16 ათასზე მეტ სახლსაც. ევაკუირებულია ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს მცხოვრები 150-მდე ადამიანი.
ჰითროუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. 2024 წელს ის 83,9 მილიონ მგზავრს მოემსახურება.