21 მარტს ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმა დაფუძნდა.
საქართველო-ლატვიის ორმხრივი ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნების მიზანია ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებსა და სტუდენტურ საბჭოებს, ასევე, აქტიურ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება.
პლატფორმა შექმნის სივრცეს, სადაც ქართველ და ლატვიელ ახალგაზრდებს ექნებათ რეგულარული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
ცერემონიაზე საქართველო-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდათორმეტი წლის თავზე, პირველად ისტორიაში მიიღეს ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაცია, სადაც ასახულია ქართველი და ლატვიელი ახალგაზრდების საერთო ღირებულებები, პრინციპები და მისწრაფებები.