მთავარისაქართველო„აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა გამოვლინდა" - CMIS

„აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა გამოვლინდა” – CMIS

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ცნობით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა გამოვლინდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ „თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა“.

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის საჯაროდ გავრცელებულ შემთხვევებს მოუყარა თავი.

„„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი  აღწერა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ  დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა, ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა”, – წერია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend