უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა იმ მიზეზით, რომ ის იცავს ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს და ებრძვის მიგრაციას. დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში გაიმართა. ორბანმა აშშ-ის ადმინისტრაციის მიგრაციის პოლიტიკა დადებითად შეაფასა.
„ევროპული კავშირი ვერ იქნება ფინანსური ქსელი, რომელიც ეროვნულ მთავრობებს ასუსტებს. ჩვენი ამერიკელი მეგობრები ვაშინგტონში ამკაცრებენ მიგრანტების შესახებ კანონს, მსგავსი რამ ჩვენც დაგვჭირდება აქ, ბრიუსელში”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა.
მატეო სალვინი არის იტალიის მემარჯვენე რადიკალური, ანტიმიგრაციული პარტია „ლეგას” ლიდერი.
Today, we presented Deputy Prime Minister @matteosalvinimi with the Hunyadi János Award for his unwavering defence of Europe. He has fought courageously against the invasion of illegal migrants by sea. In his own country, the Left sought to throw him in prison for this noble… pic.twitter.com/qcVKAtIIrj
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 19, 2025
სიტყვით გამოსვლისას მან გააკრიტიკა ევროკომისიის 800 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვის გეგმა და მოუწოდა ევროკავშირს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან განიხილა მშვიდობის საკითხი. იგი ესაუბრა ზელენსკისაც. აქ კი, ბრიუსელში, არის ხალხი, რომელიც ომზე ლაპარაკობს, ომისთვის ემზადება, მსჯელობს არმიებზე. მე არ მგონია, რომ ევროპის მომავალი მესამე მსოფლიო ომია. აქ არიან ადამიანები, რომელთაც მშვიდობა, შრომა, სიმშვიდე და კეთილდღეობა სურთ“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა მატიო სალვინმა.
წლების წინ მატეო სალვინის მიგრანტების გატაცება ედებოდა ბრალად. რადგან 2019 წელს მან მიგრანტთა სამაშველო გემს იტალიის პორტში შესვლის უფლება არ მისცა. თუმცა შარშან იტალიის სასამართლომ იგი დამნაშავედ არ ცნო.