კატეგორიები

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
პრემიერი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის „ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.“

 მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე „ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.“

„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე. დღეს იგი საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები