მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში ანტილგბტქ+ კანონპროექტს აპროტესტებენ

უნგრეთში ანტილგბტქ+ კანონპროექტს აპროტესტებენ

უნგრეთში მოქალაქეები აპროტესტებენ ახალ ანტილგბტქ+ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში პრაიდის ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს. ათასობით დემონსტრანტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ქუჩებში გამოვიდა და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ხიდი გადაკეტა. მათი განცხადებით, ახალი კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ზღუდავს.

უნგრეთის მმართველმა კოალიციამ LBGTQ+ თემის წინააღმდეგ მორიგი კანონპროექტი სამშაბათს, 18 მარტს, მიიღო. კანონპროექტით Budapest Pride-ის ჩატარება და მასზე დასწრება იკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას უფლება ექნება, სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამა გამოიყენოს, რათა აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება შეძლონ და შემდეგ დააჯარიმონ.

„ის, რაც ქვეყანაში ხდება, შემაშფოთებელია. ისინი ცდილობენ, ყველაფერი წაართვან უნგრელ ხალხს… ეს ხომ რეალურად ჩვენი უფლებაა”, – ამბობს აქციის მონაწილე ვირაგ ლოვასი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებმაც გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, კანონპროექტი რეპრესიულია და უმცირესობებს ავიწროებს.

აქციის მონაწილეები „ფიდესსა“ და მის ლიდერ ვიქტორ ორბანს  რუსული პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს. მათ შორისაა უნგრეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ევგენი ბელიაკოვი, რომლის თქმითაც, რუსეთში გაუსაძლისი მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

„სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი შემზარავია. რუსეთშიც იგივე ხდებოდა. ყველაფერი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ვგრძნობ, რომ აქაც იგივე ხდება. არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანს თავისი აზრი არ გააჩნია. მას მხოლოდ პუტინის ან ტრამპის იდეები გადმოაქვს. ეს საშინელებაა. ვიმედოვნებ, რომ აქ, უნგრეთში, ასეთი საპროტესტო გამოსვლები კვლავ იქნება. რადგან რუსეთში თავის დროზე წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, ახლა კი უკვე ძალიან გვიანია”, – ამბობს აქციის მონაწილე, ევგენი ბელიაკოვი.

უნგრეთის პოპულისტი მთავრობა თავს ტრადიციული ოჯახური და ქრისტიანული ღირებულებების დამცველად წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ მისი პოლიტიკა ეფუძნება ბავშვების სექსუალური პროპაგანდისგან დაცვას. ბუდაპეშტის პრაიდი, რომელიც 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, 28 ივნისსაა დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend